primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ბოლო პერიოდში თბილისის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 28 პირია დაკავებული, ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი - შსს

  • სამართალი
  • 17.07.2021
  • 22:30
ბოლო პერიოდში თბილისის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 28 პირია დაკავებული, ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო რვა პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული ე.მ., 1979 წელს დაბადებული გ.ს., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1995 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული გ.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.მ., 1983 წელს დაბადებული დ. ს., ინდოეთის მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული პ. მ., 1979 წელს დაბადებული რ.ჯ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1995 წელს დაბადებული ფ.ი., 1974 წელს დაბადებული ბ.რ. და 1996 წელს დაბადებული კ.ვ., 1987 წელს დაბადებული ფ.ა., 1980 წელს დაბადებული ე.პ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1967 წელს დაბადებული ჰ.ა. და 1983 წელს დაბადებული რ.ა.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის ორი ნატეხი.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის – ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და ხუთი საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge