png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის რომ არ დაუშვას შეთანხმებიდან გადახვევა - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 19.07.2021
  • 12:39
ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის რომ არ დაუშვას შეთანხმებიდან გადახვევა - ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ.

მისი თქმით,  შეხვედრაზე ღიად იყო დემონსტრირებული, თუ როგორ არღვევს ქართული ოცნება შეთანხმებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში.

"შინაარსიანი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ მიშელთან. კიდევ ერთხელ ჩვენი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესი თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას და ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონალური გამოწვევის ფონზე. ამავდროულად ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების და მისი შესრულების პროცესს. იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, თუ როგორ არღვევს ქართული ოცნება შეთანხმებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში. ის რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული... პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონალური გამოწვევის ფონზე, ამ შეთანხმების შესრულება არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის რომ არ დაუშვას შეთანხმებიდან გადახვევა. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას, იმიტომ, რომ კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ, საბოლოო ჯამში, ქართული ოცნება იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა", - თქვა მიშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge