png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხალხმა აირჩია დემოკრატიული მმართველობა, გვაქვს ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში - მაია სანდუ

  • პოლიტიკა
  • 19.07.2021
  • 16:47
მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხალხმა აირჩია დემოკრატიული მმართველობა,  გვაქვს ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში - მაია სანდუ

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩემი ქვეყანა მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცაღა, მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა – ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ქვეყანა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა ის საფუძემდებლო საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი იყო“, – განაცხადა მაია სანდუმ.

 მოლდოვის პრეზიდენტმა ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმყოფება.

„ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს, სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, საჯარო მოხელეებისგან და ეს არის სამომავლოდ ჩვენი ძალისხმევა", - განაცხადა სანდუმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge