png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია მსოფლიოში - ლევან ვასაძე

  • პოლიტიკა
  • 20.07.2021
  • 11:27
დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია მსოფლიოში - ლევან ვასაძე

მოძრაობა "ერის" ლიდერის ლევან ვასაძის თქმით, მას მძიმე იშვიათი დაავადება აქვს. საკუთარი დიაგნოზის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მის თქმით, იმ სახით, რა სახითაც მას დაავადება აქვს, მილიონში 2 ადამიანს ემართება.

"დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. უცნაურია როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის აკადემიკოს ლაბოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში, გულის ჩათვლით. 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს.

უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ - "ფორმულამ", "მთავარმა არხმა" და "TV პირველმა" ამის შესახებ და სამივემ რატომ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული. რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ამის შესახებ, კარგი იქნება თუ ვინმე კითხავს," - განაცხადა ლევან ვასაძემ. მისი თქმით, მას წინ მძიმე მედიკამენტოზური მკურნალობა ელოდება და არც ოპერაციული მკურნალობაა გამორიცხული.

ლევან ვასაძის თქმით, ის თავის გეგმების ცვლილებას არ აპირებს:

"არ ვაპირებ უკან დახევას, მათ შორის რამდენადაც ჯანმრთელობა გამიშვებს, არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით, აი რითიც შევდექი, იმაში დამეტაკა სწორედ უხსენებელი," - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge