png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახა ოქრიაშვილი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 20.07.2021
  • 17:31
 კახა ოქრიაშვილი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს

 

“რადგან ჩრდილოვან კაბინეტზე, პოლიტიკურ სპექტრში, დისკუსია გაიხსნა, ვაცხადებთ და  კიდევ ერთხელ, ვაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასახავს მექანიზმს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება.   

  1. კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით -  ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი.  ამ პროცენტის საფუძველზე, მთვარობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან, გამოითვლება თითოეული პარტიისათვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;

  2. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;

  3. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას; (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე)

  4. მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი  პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას; (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი)

  5. ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან.

ქვეყნის კოალიციური მმართველობის პრეცედენტი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეფექტიანი შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების ჩამოყალიბების გასაძლიერებლად”, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge