რუსთავი 2-ის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
- სამართალი
- 21.07.2021
- 11:19
შინაგან საქმეთა სამინისტროსმ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე, რუსთავი 2-ის ოპერატორზე თავდამსხმელი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1955 წელს დაკავებული უ.დ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, პუტინისტების აქციის მიმდინარეობის დროს, ცისფერი გალერეას მიმდებარედ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200