png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლივერპულს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა

  • მსოფლიო
  • 21.07.2021
  • 19:02
ლივერპულს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა

იუნესკომ ლივერპულის პორტს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოართვა, ვინაიდან, ორგანიზაციის განცხადებით, დაწყებული მშენებლობის გამო მან „შეუქცევადად დაკარგა უნიკალური თვისებები“, რომელიც მის ღირებულებას წარმოადგენდა, როგორც XVIII-XIX საუკუნეების სავაჭრო პორტის განვითარების მაგალითი. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე ონლაინ-კენჭისყრა 21 ივლისს გამართა. 20-დან 13-მა მონაწილემ, ლივერპულისთვის სტატუსის ჩამორთმევას დაუჭირა მხარი, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორი ბიულეტინი კი გაბათილდა. იუწყება ВВС.

ექვსი უბანი ისტორიულ ცენტრში და ნავსადგურის ტერიტორიაზე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2004 წელს შევიდა. საუბარია საპორტო ნაგებობებზე, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე საერთო სახელწოდებით „ლივერპული - ზღვაოსნებისა და ვაჭრების ქალაქი“, რომელიც 136 ჰექტარზეა განთავსებული. შენობების ნაწილი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სტილიზებულია კრისტოფერ რენის ნამუშევრების შთაგონებით.

როდესაც ლივერპულის ხელისუფლებამ დაამტკიცა დეველოპერული პროექტები ცათამბჯნების, საკრუიზო ლაინერების ნავსადგომებისა და საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ სტადიონის მშენებლობისთვის, იუნესკომ გააფრთხილა, რომ პორტის იერსახე დაკარგავდა უნიკალურობას და შესაძლებელი იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან დიდი ხნით ამოეღოთ.

ივნისში ათობით პოლიტიკოსი, ფეხბურთელი და მეცნიერი The Times-ში გამოქვეყნებული ღია წერილით იუნესკოს მოუწოდებდა ეს არ გაეკეთებინა, რათა ქალაქს ტურისტები არ დაეკარგა. თუმცა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ლივერპულს სტატუსი მაინც ჩამოართვა.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იუნესკოს გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდეს და აღნიშნეს, რომ კომიტეტის წევრებს დიდი ხანია არ უნახავთ ლივერპული და არ იციან თუ რა მდგომარეობაშია ძეგლები და რა ინვესტიციები იდება მათ გადასარჩენად. მათი განცხადებით, იუნესკოს გადაწყვეტილება, შესაძლოა გაასაჩივრონ.

ლივერპულის პორტი, ისტორიაში მესამე ობიექტია, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. 2007 წელს აღნიშნული სტატუსი ჩამოერთვათ ომანში თეთრი ანტილოპების ნაკრძალს და 2009 წელს დრეზდენის ელბის ხეობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge