primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარების წინააღმდეგია

  • მსოფლიო
  • 22.07.2021
  • 11:58
ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარების წინააღმდეგია

პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული გეგმა "უარყოფს მეცნიერებას".მისივე თქმით, პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვირუსის წარმოშობის შესახებ კვლევის პოლიტიზირებას.

კორონავირუსის წარმოშობის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ჩინეთის ქალაქ უხანში არსებული ლაბორატორიების შემოწმებას და სასურსათო ბაზრების სიღრმისეულ კვლევას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოძიების პირველ ეტაპზე, სარწმუნოდ მიიჩნევდნენ ვერსიას, რომ კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისა იყო. ორგანიზაცია უარყოფდა ვერსიებს, რომ შესაძლოა ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ ღებრეიესუსმა, ივნისში აღიარა, რომ ვერსია ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვასთან დაკავშირებით ძალიან ადრე გამოირიცხა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბრიტანეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას შესაძლებლად მიიჩნევდა.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაავალა აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს "გაორმაგდეს ძალისხმევა" კორონავირუსის წარმოშობის წყაროს დასადგენად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა უხანის ლაბორატორიაში წარგზავნილი საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშის სრული ვერსია. ანგარიშის თანახმად, SARS-CoV-2-ის გაჟონვა ლაბორატორიიდან უკიდურესად ნაკლებსავარაუდო იყო.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანს ღამურისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადასდებოდა.

პეკინი უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge