png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

  • ბიზნესი
  • 22.07.2021
  • 12:23
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან  ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი.  

სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ   არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს  დამტკიცებული სესხი.

მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მისაღებად შეუძლია მობილბანკშივე მიუთითოს საკუთარი შემოსავლები, საჭიროების შემთხვევაში ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუთითოს სასურველი თანხა და ვადა.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი მობილბანკში გამოუჩნდეს, საჭიროა  აპლიკაციის განახლება App Store ან Play Store-ში.

„ინოვაციურობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბიზნესპრინციპია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი ციფრული არხებით სარგებლობა  მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, არათუ გაიგოს მისი მაქსიმალური ლიმიტი ფილიალში მისვლის გარეშე, არამედ საჭიროების შემთხვევაში იქვე მარტივად გაიაქტიუროს კიდეც დამტკიცებული სესხი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული სიახლეების შეთავაზებას“- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის  ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაცია  სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3kFDpK8

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge