primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

14:00 საათისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

  • საზოგადოება
  • 24.07.2021
  • 15:36
14:00 საათისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით,  „ფაიზერის“ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107 157 ადამიანი დარეგისტრირდა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, საიტი შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა რამდენიმე საათში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა.

„ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ შეინიშნება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. ამდენად, მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციის შესახებ.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის მომზადებულია 37 დაწესებულება, ამ დროისთვის მობილიზებულია 110 ბრიგადა, რომელთა ნაწილი მუშაობს 12-საათიანი მუშაობის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია ძალიან აქტიური იქნებოდა, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე გამოაცხადა თავისი არჩევანი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან 12:00 საათიდან დაიწყო. ვაქცინაციას მოქალაქეები 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ. ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge