png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქალბატონო ევა, კი არადა ემა, ვარ სვანეთში, მობრძანდით და დაიბრუნეთ ქონება - წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს

  • პოლიტიკა
  • 25.07.2021
  • 21:36
 ქალბატონო ევა, კი არადა ემა, ვარ სვანეთში, მობრძანდით და დაიბრუნეთ ქონება - წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონს დაუბრუნებს თუ ის სვანეთში მასთან მივა.

ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში. როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ. ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით," - ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

მოგვიანებით, თეა წულუკიანმა თეატრის სცენიდან, "მთავარი არხის" მიკროფონის თანხლებით, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ მიკროფონს მხოლოდ 3 ოქტომბერს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებს.

"მთავარმა არხმა" კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge