png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

  • ეკონომიკა
  • 27.07.2021
  • 11:52
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.

„პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების უცხოეთში პოპულარიზაციაა. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა, მონაწილე ავტორს, შემოქმედებითი გარემოს გამოცვლის და მშვიდ, კომფორტულ, ახალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ავტორს (ჟანრის განურჩევლად), რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისურ ენის სასაუბრო დონეზე (A2) ფლობა. აპლიკანტმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge

უნდა წარმოადგინოს CV ან მოკლე ბიოგრაფია გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით, სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.

ქართულ-ესპანური სარეზიდენციო პროგრამისთვის მხოლოდ ერთი ავტორი შეირჩევა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 3 აგვისტოს 18:00 საათია. პროგრამის შესარჩევი ეტაპი 4 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.

„პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების უცხოეთში პოპულარიზაციაა. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა, მონაწილე ავტორს, შემოქმედებითი გარემოს გამოცვლის და მშვიდ, კომფორტულ, ახალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ავტორს (ჟანრის განურჩევლად), რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისურ ენის სასაუბრო დონეზე (A2) ფლობა. აპლიკანტმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge

უნდა წარმოადგინოს CV ან მოკლე ბიოგრაფია გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით, სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.

ქართულ-ესპანური სარეზიდენციო პროგრამისთვის მხოლოდ ერთი ავტორი შეირჩევა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 3 აგვისტოს 18:00 საათია. პროგრამის შესარჩევი ეტაპი 4 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43

ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47

ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge