png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვატიკანმა მსოფლიოში არსებული თავისი ობიექტების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა

  • მსოფლიო
  • 27.07.2021
  • 16:48
ვატიკანმა მსოფლიოში არსებული თავისი ობიექტების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა

ვატიკანმა, ისტორიაში პირველდ, გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისი უძრავი ქონების შესახებ და მიუთითა, რომ მსოფლიოში 5 000-ზე მეტ ობიექტს ფლობს, რომელთა უმეტესობა იტალიაში მდებარეობს. იუწყება Reuters-ი.

ინფორმაცია შეიცავს ორ დოკუმენტს: წმინდა საყრდისთვის 2020 წლის ფინანსურ ანგარიშს და წმინდა საყრდის ქონების მართვის საჯარო ბიუჯეტს. (APSA).

APSA, რომელიც ერთგვარ ბუღალტერიას წარმოადგენს, მართავს ქონებას და ინვესტიციებს, იხდის ხელფასებს და მუშაობს, როგორც გაყიდვებისა და კადრების განყოფილებები.

APSA-ს 30-გვერდიანი ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ მას ეკუთვნის იტალიაში უძრავი ქონების 4 051 ობიექტი, ხოლო 1 120 - საზღვარგარეთ, აქ გათვალისწინებული არ არის საელჩოები მთელ მსოფლიოში.

საბაზრო ფასების მიხედვით საკუთრების მხოლოდ 14 პორცენტი გაიცემოდა არენდით, მაშინ, როცა დანარჩენი ქონება გაცილებით დაბალ ფასებში ქირავდებოდა, მათ შორის ეკლესიის  მსახურებზე. ობიექტების დაახლოებით 40 პროცენტი წარმოადგენს ინსტიტუციურ შენობებს - სკოლებს, მონასტრებსა და საავადმყოფოებს.

დოკუმენტაციამ ცხადყო, რომ APSA ფლობს საინვესტიციო უძრავ ქონებას ლონდონის, ჟენევის, ლოზანასა და პარიზის პრესტიჟულ რაიონებში.

ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონის რაიონში, მხოლოდ ერთმა შენობამ უდიდესი წაგება მოიტანა, მას შემდეგ რაც იგი ვატიკანის სახელმწიფო სამდივნომ 2014 წელს ინვეტიციის სახით შეიძინა.

სამშაბათს ვატიკანში დაიწყება სასამართლო პროცესი 10 ადამიანის მიმართ, ამ ობიექტის შეძენასთან დაკავშირებით. ამ პირებს წარდგენილი აქვთ ბრალ ფინანსურ დანაშაულებში, გამოძალვასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.

წმინდა საყდრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რომელიც შაბათს, 24 ივლისს გამოქვეყნდა, 2020 წლის დეფიციტმა 64,8 მლნ ევრო შეადგინა, 2019 წლის დეფიციტი 79,2 მლნ ევრო იყო.

COVID-19-ის პანდემიამ 2020 წელს ძლიერი დარტყმა მიაყენა ვატიკანს.

თებერვალში დასაველთის მედია იუწყებოდა, რომ ვატიკანმა სკანდალების ფონზე მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების რევიზია დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge