primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის

  • ბიზნესი
  • 17.08.2021
  • 14:27
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას  ზრდის

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით „აჭარა ტექსტილე“ სათარგო წარმოებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სპორტულ ტანსაცმელს/ფორმებს უკერავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა, „ლოტო”, „ნაიკი“, „ადიდასი“ ,,უმბრო“ და ,,ანდერ არმორი“ საკუთარი თარგის წარმოებას შეძლებს. ამ დრომდე სამკერვალო თარგებს თურქეთიდან იღებდა, ყოველწლიურად კი საშუალოდ 150 მლნ ლარის ნაწარმს კერავდა. ახალი საწარმოს გახსნით კომპანია შეძლებს ბიზნეს ციკლი საგრძნობლად ააჩქაროს  და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს.

 „სათარგო საწარმოში დამატებით 200 ადამიანს დავასაქმებთ და დასაქმებულთა საერთო რაედონა 7200 მდე გაიზრდება.  საწარმოში მოხდება თარგების გამზადება და მათი  ჯგუფის ყველა სამკერვალო საწარმოში გადაგზავნა საბოლოო პროდუქციის შესაკერად. „აჭარა ტექსტილეს“  საქართველოს ბანკთან 10 წელზე მეტია  მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ბანკის თანადაფინანსებითა და  ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი მსხვილი ინვესტიცია ტექსტილ დარგში. კერძოდ, გაიხსნა ბობოყვათის, ფოთის და ბათუმის საწარმოები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, როცა ყველა ახალი წამოწყებისას გვერდში გიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი, როგორიც საქართველოს ბანკია“,- განაცხადა  გია ლომინაძემ, აჭარა-ტექსტილე ჯგუფის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა;

 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე. სწორედ ამის დასტურია ბანკისა და „აჭარა ტექსტილეს“ მრავალწლიანი პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანიისთვის კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტის ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.  ახალი საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას საქართველოში დაიწყოს თარგების დამზადება, რითიც უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის საკუთარ ბიზნეს პროცესებს. ეს „აჭარა ტექსტილეს“  მიცემს საშუალებას, უფრო მეტი პროდუქციის შეკერვა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით გაშლილ საწარმოებში (ბათუმი, ფოთი, ბობოყვათი, რუსთავი).  აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადის და ძალიან საამაყოა, რომ ცნობილი ბრენდების და სპორტსმენების მაისურებზე წარწერა -  Made in Georgia-ში, საქართველოს ბანკსაც აქვს თავისი მოკრძალებული წვლილი შეტანილი“,- განაცხადა გიორგი გალოგრემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

 ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და ის სრულად ბანკის მიერ არის დაფინანსებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge