The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 25.08.2021
- 09:20
ბრიტანული როკ ჯგუფის The Rolling Stones- ის დრამერი ჩარლი უოტსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტყობინება Sky News-ი.
მედიის ინფორმაციით, მუსიკოსის გარდაცვალება მისმა აგენტმა დაადასტურა.
გავრცელებული ცნობით, ჩარლი უოტსი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ჩარლი უოტსი The Rolling Stones- ს 1963 წელს შეუერთდა. ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ დრამერად არის მიჩნეული.