png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ქართული ოცნება“ მზად არის, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გაწიროს ადამიანების სიცოცხლე - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 25.08.2021
  • 13:26
„ქართული ოცნება“ მზად არის, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გაწიროს ადამიანების სიცოცხლე - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განმარტებით, ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, მძვინვარებს პანდემია, ტრაგედია შეეხო ბევრ ჩვენს ახლობელს.

"ყოველდღიურად მეტი და მეტი გარდაცვლილია, ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და ხალხს რეალურად ეშინია კოვიდპანდემიის, რადგან არ იმართება სისტემა ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. ამ ფონზე „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, როცა კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს კოვიდპანდემიასაც. ჩვენს ყველა განცხადებაში ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მათი მიზანია, აჩვენონ, რომ ორპოლუსიანია ქვეყანა, თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველი, პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის. ნუთუ არ რცხვენიათ, როცა ამდენი ადამიანი კვდება. ამ ვითარებაში მაინც თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია, რომ ყველა ერთი პარტიაა და ყველა განსხვავებული აზრი არის ერთი პარტიიდან ნათქვამი, ეს მოიშალოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში, სიკვდილის სუნი ტრიალებს ქუჩებში, ყველგან და თქვენ ამ ფონზე ამ სიბინძურეს მიმართავთ. „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება მიუთითებს, რომ მათ არ აღელვებთ ადამიანების ბედი, რომ მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გასწირონ ადამიანების სიცოცხლე, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge