png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებით, ეს ქართული ოცნებაა - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 25.08.2021
  • 20:18
დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებით, ეს ქართული ოცნებაა - გიორგი გახარია

სიმართლე თუ გინდათ - დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებაში - ეს ქართული ოცნებაა, სხვა არავინ, - ამის შესახებ განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ მთავრობამ კეკლუცობას უნდა დაანებოს თავი, საქმეს მიხედოს, რათა შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

"დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი არის უპასუხისმგებლობა. იმიტომ რომ არსებობს შესაძლებლობა არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში და ამაზე უნდა საუბრობდეს დღეს მთავრობა.

ეს მაშინ უნდა გახსენებოდა მთავრობას და კიდევ ბევრ სხვას, როდესაც ქუჩაში პირბადის ტარება გააუქმეს და კიდევ ბევრი არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგეს - მაშინ უნდა გაგვხსენებოდა ეს ყველაფერი და არა ახლა, როდესაც ერთ თვეში უკვე არჩევნებია. სიმართლე თუ გინდათ - დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებაში - ეს ქართული ოცნებაა, სხვა არავინ. მე ეს ყველაფერი მართულ პროცესად მეჩვენება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ქვეყნისთვის დღეს რას ნიშნავს არჩევნები. არჩევნებამდე ჯერ საკმაო დროა იმისთვის, რომ პანდემია უმართავად კი არ მიმდინარეობდეს - მთავრობამ საბოლოო ჯამში, როდესღაც კეკლუცობას დაანებოს თავი და საქმეს მიხედოს და შესაბამისად შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება", - თქვა გახარიამ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, რადგან საქართველოში ეპიდვითარება მძიმეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge