png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.08.2021
  • 14:11
მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, არსებობს რეალური, ხელშესახები პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა მიმართულებებით.

„მოსახლეობას ამის განცდა აქვს, ვინც ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, თუმცა ცილისწამების და აგრესიული კამპანიის ის დამაბნეველი ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ძალიან დიდი შემაფერხებელია. ყოველდღიურად სტრესს და ძალადობას ისმენს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი შვილები. პირდაპირ ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდა მომდინარეობს მათი ტელევიზიებიდან. ამ დროს უსმინეთ მათ რიტორიკას - გაჯერებულია მხოლოდ სიცრუით და ძალადობით. მხოლოდ და მხოლოდ რევანშის მოტივით და მიზნით. მათი მთავარი ამოცანაა სწორედ ამ რევანშისტული, რადიკალური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ, ჩვენი გუნდი გთავაზობთ განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, რეალურ საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. ამ დროს ჩვენი ოპონენტებისგან ისმის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება, შეურაცხყოფა და ძალადობრივი, რევანშისტული განცხადებები. ჩვენს ბრძენ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება ახლაც ბრძნული და ღირსეული არჩევანის გაკეთება. ამის მჯერა მე და ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ვართ. მაგრამ, მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge