png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოპოზიციას არჩვენების გადადების არავითარი ბერკეტი არ აქვს - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 26.08.2021
  • 14:17
ოპოზიციას არჩვენების გადადების არავითარი ბერკეტი არ აქვს - ხატია დეკანოიძე

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ არჩევნებს, სხვა ბერკეტი ოპოზიციას არ აქვს. გადმოდებაზე არ ვიცი, წინ როგორ უნდა გადმოიწიოს?, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ, წამყვან ეპიდემიოლოგენთან ერთად, წარმოადგინოს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სასწრაფოდ, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდეს.

„ოპოზიციას არჩვენების გადადების არავითარი ბერკეტი არ აქვს, ოპიზიციას არ გააჩნია რეალური, სამართლებრივი ბერკეტი, რომ არჩევნები ოფიციალურად გადადოს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არც კი მსჯელობს იმაზე, რომ დაასტაბილუროს ვითარება და პირიქით, ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი, ჩვენ მოვითხოვეთ, და მე პირადად რამდენჯერმე მოვითხოვე ეპიდემიოლოგების გეგმა და ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე მსჯელობა, როგორი იქნება ტრაექტორია, ქვეყნის განვითარება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსულა არჩევნების გადადების ინიციატივით, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მოვისმინოთ ეპიდემიოლოგების საჯარო, სიმართლეზე დაფუძნებული განაცხადი, თუ როგორი შეიძლება იყოს ეფექტი, განვითარება და ტრაექტორია, ამის შემდეგ მზად ვართ, დიდი ყურადღებით დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ ეპიდემიოლოგირი სიტუაციის ფონზე მხოლოდ „ნაც მოძრაობაზე“ საუბრობენ, ნიშნავს, თუ რამდენად არ აინტერესებთ ადამიანების სიცოცხლე.

ამ ფონზე, როდესაც 79 ადამიანი დაგვეღუპა, ღარიბაშვილი, ეს კომიკური ადამიანი, გამოდის და „ნაცინალური მოძრაობის“ დისკრედიტაციაზე საუბრობს, წარმოუდგენელია და ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი. იმ შემთხვევაში ვთქვით ჩვენ (გადადება), თუ გამოქვეყნდება ეპიდემიოლოგების გეგმა და ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ არჩევნებს, სხვა ბერკეტი ოპოზიციას არ აქვს. გადმოდებაზე არ ვიცი, წინ როგორ უნდა გადმოიწიოს?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge