png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულების მიმართ - თამარ გაბუნია

  • საზოგადოება
  • 26.08.2021
  • 16:08
დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულების მიმართ - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში დელტა შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამასთან, დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება, გამოიწვიოს ორსულებში.

მისივე თქმით, ორსულებისთვის ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც დაავადება მსუბუქი მიმდინარეობისაა, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია.

„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge