ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, 2 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 26.08.2021
- 18:29
ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.
პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას აეროპორტთან მომხდარი მეორე აფეთქების შესახებაც. ინფორმაცია ზუსტდება.