ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 26.08.2021
- 18:42
თურქი სამხედროების ინფორმაციით, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა. Fox-ი იუწყება, რომ მეორე აფეთქება სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ამერიკელები იკრიბებოდნენ.
ქაბულის აეროპორტთამ პირველი აფეთქება რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ინფორმაციაა დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბმა.
ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.
პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება
თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.