თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო
- პოლიტიკა
- 27.08.2021
- 13:16
იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო და დღეიდან მოქალაქეები სასურველი COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200