png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.08.2021
  • 14:09
 ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია - ირაკლი ღარიბაშვილი

სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა "ფონდ ქართუს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების" გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.

„მე ვახსენე ჩვენი დამფუძნებელი და აქვე არ შემიძლია,  არ აღვნიშნო კიდევ ერთი რამ - ჩვენი დამფუძნებლის ლიდერობით, შევძელით იმ ისტორიული გამარჯვების მოტანა ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სურათი და ზოგადად განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა  ქვეყანა, ხალხი დამშვიდდა, თავისუფლება მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა რაც მთავარია და მოიტანა რეალური,  ხელშესახები ცვლილებები, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იქნება ეს, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა უამრავი მიმართულებით, ამ ბოლო რვა წელში ჩვენ გვქონდა განვითარება და პროგრესი, გვქონდა ხელშესახები მიღწევა და პროგრესი ასევე ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და ჩვენ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმის  შემოღებას ევროკავშირთან, რითაც ჩვენი თავისუფლებისმოყვარული ხალხი ამაყად გადაადგილდება, ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე, უვიზოდ, ევროპის მიმართულებით. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ  ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო. ვიხსენებთ რა 90-იან წლებს, კარგად გვესმის თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ რა იყო და რა არის და რა გვინდა, რომ იყოს. ამიტომ ათმაგად, გაათმაგებული ტემპებით გვჭირდება ჩვენ მუშაობა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოსავალი", - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge