png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან, დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას - გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

  • პოლიტიკა
  • 27.08.2021
  • 15:21
ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან, დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას - გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ მინისტრს პასუხობს.

"ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის "დამიმტკიცეთ" რომ "პარტიული ნიშნით" ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს.

ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი", წერს სოციალურ ქსელში ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, რომელიც პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა.

„ნათქვამია, „ძალაუფლება რყვნის ადამიანსო“ და ჩვენ, რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი. მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯის, სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია - ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, პატიოსნებას, ღირსებას, ერთგულებას და რაც ჩამოვთვალე, იმას შორის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ხარვეზი, თუ რაიმე ბოლო წლების განმავლობაში ფოთში იყო, მაქსიმალურად დროულად გამოსწორდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge