ბრიტანეთმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულა
- მსოფლიო
- 28.08.2021
- 17:48
დიდი ბრიტანეთი ქაბულიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციას ასრულებს.
„ოპერაციის დაწყებიდან ბრიტანეთის 15 ათასამდე მოქალაქე, ავღანელი თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც საფრთხეში იმყოფებოდნენ, ევაკუირებულები არიან ქაბულიდან“, - წერს Twitter-ზე აღანეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი ლორი ბრისტოუ.
ელჩის განცხადებით, ლონდონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ავღანელ ხალხს დახმარება გაუწიოს.