png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 28.08.2021
  • 20:50
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლი გაიხსნა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლი გაიხსნა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეფე თეიმურაზის ღვაწლზე ისაუბრა და ბრძანა:

"ჩვენი ერი გამოირჩევა ასეთი მეფეებით, ქვეყნისთვის წამებული, თავგანწირული მეფეებით და აღსმარებლებით. შეიძლება თეიმურაზ მეფე ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანად, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის არის წამებული.

დღევანდელი სამოციქულოდან წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები, რომ "იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს".

აი, ჩვენი მეფეები სწორედ ამით გამოირჩეოდნენ. ისინი ცდილობდნენ, მათი იდეალი ეს იყო, რომ ისეთივე აზრები, ისეთივე განწყობა, ისეთივე ზრახვები ჰქონოდათ, როგორიც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ეს არის გზა გადარჩენისა და აი, ამან მოიყვანა ჩვენი ერი დღემდე.

უფალმა ინებოს, რომ ღვთისმშობლის მადლით, გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი შვილები და ჩვენი ერი გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge