png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

  • კომენტარები
  • 31.08.2021
  • 19:42
გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის.

როგორც უგულავა ამბობს, აღნიშნული დოკუმენტი შარშან პრობლემის გარეშე აიღო. გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„არსებობს სტანდარტული პროცედურა, შსს გასცემს ცნობას, რომ ამა და ამ ადამიანს არ აქვს შეზღუდული საარჩევნო უფლება და აქვს მონაწილეობის მიღების უფლება. ჩვეულებრივად მოვედი, კანონით, დაჩქარებული წესით მოვითხოვე ეს და ახლა მეუბნებიან, ცნობას არ გაძლევთო. აქაურ უფროსს ლაპარაკში წამოცდა 126-ე მუხლი, ეს არის ძიუდოისტის საქმე, რომელიც მიმდინარე საქმეა, არ დამთავრებულა. ეს დოკუმენტი აღებული მაქვს შარშან, რადგან შარშანაც ვმონაწილეობდი არჩევნებში. შარშანდელის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მდგომარეობა დამძიმდა, კიდევ უფრო შლეგი და გიჟები გახდნენ და მიდიან ყველაფერზე, რომ ოპოზიციური კანდიდატები არ დარეგისტრირდნენ. მეგობრებო, ეს არის რეფერენდუმი და მე ვერ გამაჩერებენ. ვიქნები ფოთში და ამ რეფერენდუმს თქვენ წააგებთ, რეგისტრაციას გავივლი თუ – არა.

მივმართავ შსს მინისტრს, მომეცი კი ან არა დოკუმენტი, შემდეგ უკვე წავალ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო რას იტყვის. სასამართლოზე მაღალი აზრი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და გავაშიშვლებ. ფული ბევრი გაქვთ, აღარ გყოფნით, ძალაუფლება ბევრი გაქვთ და აღარ გყოფნით, იცით, რომ მაინც წააგებთ და ახლა პირდაპირ კანდიდატებს არ აძლევთ რეგისტრაციის უფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge