primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

კახა კალაძე - 61.4%, ნიკა მელია - 38.6% - Gorbi-ს კვლევა

  • პოლიტიკა
  • 31.08.2021
  • 21:04
კახა კალაძე - 61.4%, ნიკა მელია - 38.6% - Gorbi-ს კვლევა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 38.6%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2%-ითაა გაზრდილი.

„გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.

რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა - 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი - 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის. თბილისის მასშტაბით კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის და უფროსი მოსახლეობა), რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება.

კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. სავარაუდო ამორჩეველი განისაზღვრება რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე - ორი შეკითხვა სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუკი რესპონდენტი უფლებამოსილი იყო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამის შედეგად გამოპასუხების დონემ შეადგინა 34.9%.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge