png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამას სჭირდება მკაფიო გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.09.2021
  • 13:23
ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამას სჭირდება მკაფიო გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, და ჩვენ ამას ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე კვირაა უკვე, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

„ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და რომლის შედეგიც არის ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის დაგროვილი იმ ძალიან ბევრი - ასობით და ათასობით განხორციელებული პროექტისა და პროგრამისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პროგრამები, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და ასე შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მეგობრებო, მოგეხსენებათ კარგად, რომ ათასობით ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა, ათასობით ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, მათ შორის გადამამუშავებელიც, სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1000-მეტი და შედეგად, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს მასშტაბები და პროგრამები გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური ისე, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს აღნიშნული პროგრამების სიკეთე", - განაცხადა პრემიერმა.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge