png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კარგად გვახსოვს რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ გავერთიანდით ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.09.2021
  • 17:17
კარგად გვახსოვს რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ გავერთიანდით ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება - ღარიბაშვილი

ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც სამტრედიაში კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მერობის კანდიდატი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ, სად ვართ დღეს, სად მივდივართ და სად ვიქნებით ხვალინდელ დღეს. ვიმყოფებით რა სამტრედიაში, მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩემს მეგობარ კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მაშინ სხვა დრო იყო, მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული, ხელშესახები პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვიაზრებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge