png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

წინა ხელისუფლების დროს 68 კილომეტრი გზა აშენდა და 10-ჯერ ხსნიდნენ ერთსა და იმავე მონაკვეთს

  • პოლიტიკა
  • 01.09.2021
  • 18:27
წინა ხელისუფლების დროს 68 კილომეტრი გზა აშენდა და 10-ჯერ ხსნიდნენ ერთსა და იმავე მონაკვეთს

მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება მართლაც რიკოთის უღელტეხილზე, მართლაც საუკუნის პროექტია, შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი; თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავა ნებისმიერი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კომფორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება.

ეს მართლაც საუკუნის პროექტია, რომელიც დარჩება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მომავალ თაობას. ყველა მიმართულებით, სხვა მაგისტრალები და აქაც წარმოიდგინეთ ჩვენი ხელწერა. ჩვენ 2- ჯერ მეტი მაგისტრალი დავაგეთ, ავაშენეთ, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს, მოგეხსენებათ, მაშინ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის აფიშირება და პროპაგანდა, 68 კილომეტრი გზა აშენდა მხოლოდ მაშინ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს და კარგად გახსოვთ, რომ ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან აშუქებდნენ და ხსნიდნენ 10-ჯერ ერთსა და იმავე მონაკვეთს, სხვადასხვა რაკურსით გაშუქებულს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელწერა არ არის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ დავდივართ და ჩვენ თვითონ მართლაც გაოცებულები ვართ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში. ბევრგან დავაგეთ გზები, ჯამში 7 000 კილომეტრი ახალი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახდინეთ. წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, ხიდების მშენებლობა - ეს არის ის ფაქტები და ის რეალობა, რომელიც ბოლო წლებში შევქმენით, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ და გაათმაგებული ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აშენება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და განათლებული თაობა.

"ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება განათლებული თაობა, სპეციალისტები. ყველა მუნიციპალიტეტში ვგეგმავთ, რომ ავაშენოთ პროფესიული გადამზადების სკოლები, ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც ადგილზე მოამზადებენ ჩვენს ახალგაზრდებს და ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება იმით, რომ შეიძინონ, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები. რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ასევე, დაწყებით განათლებას, უმაღლეს განათლებას. ამ მიმართულებით კარგი ხედვები, კარგი გეგმები აქვს განათლების და მეცნიერების მინისტრს და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას. 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლა გავარემონტეთ და 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება შემდგომი წლების განმავლობაში ერთიანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge