primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.09.2021
  • 13:47
 ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ეს სწორედ გააზრებული პოლიტიკის შედეგია.

„ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც რამდენიმე წლის წინ - 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო მაფიოზური   სახელმწიფო. მაფიოზური დაჯგუფება მართავდა ჩვენს ქვეყანას - 5-6 კაცი, რომლებიც წყვეტდნენ ჩვენი მოქალაქეების ბედს, ბიზნესმენების ბედს, თუ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ან არ იქნებოდა მოსაწონი, ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და მათ შორის სიცოცხლის მოსპობასაც არ მოერიდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს და ვიცით რეალური ისტორიები - ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება და ოჯახები და განადგურებული ბიზნესები. 300 ათასი ადამიანი   4-მილიონიან ქვეყანაში იყო პრობაციონერი, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პატიმრებით და ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იჯდა ჩვენს საპატიმროებში. ჩვენ აქ გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე და ამას წინათ, გამოსვლაში იხსენებდა, რომ 20 კვადრატულ საკანში, 30 და 30-ზე მეტი პატიმარი იყო. ამას ემატებოდა კიდევ ის არაადამიანური, არაჰუმანური, სადისტური ქმედება - წამება, გაუპატიურება, რომელიც ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული ციხეებში და საპატიმროებში. აი, ეს იყო მეგობრებო, „ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის, მათი ჯალათების და მათი მკვლელების ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღეს ისევ ძალადობენ ეს ადამიანები.

„ისევ გამოდიან და თრგუნავენ, მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, ხელოვნურად გამოგონილი ისტორიებით, თესავენ პანიკას და შიშს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს ქვეყანა, რომ ხელი შეუშალონ და შეაფერხონ, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მტკიცედ ვხვდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად გასცემს ძალიან ღირსეულ და მტკიცე პასუხს 2 ოქტომბერს და მათ მივუჩენთ საკადრის ადგილს, იმ ადგილს, რაც ახლა აქვთ მათ განსაზღვრული. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა შემდგომი შეცდომებისგან. ეს განსაცდელი, რაც ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად, არის მწარე გაკვეთილი, მეგობრებო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge