png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია, თუ ეს არ შეიცვალა, კვლავ იქნება ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი - ტიკარაძე

  • საზოგადოება
  • 03.09.2021
  • 15:13
ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია, თუ ეს არ შეიცვალა, კვლავ იქნება ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს,  ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა დაბალია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კომპონენტში ახალგაზრდები აქტიურობენ. მისი თქმით, თუ ვაქცინაციის დაბალი დონე ასაკობრივ ჯგუფში კვლავ შენარჩუნდება. ლეტალობის შემთხვევების რაოდენობა მაღალი იქნება.

„ჩვენი მხრიდან მოხდა გაანალიზება როგორც ასაკობრივი, ასევე სქესობრივი ჭრილის ვაქცინაციის და ლეტალობის, აქ ცალსახად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუმცა რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ამაში ნამდვილად ახალი არაფერი იყო, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით, ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად გამოიკვეთა 70-79 წელი, ხოლო ქალებში 80-90 წელი. აცრების კომპონენტში რაც ძალიან სამწუხაროა, უნდა ვთქვათ, რომ ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გაქვს ასაკოვან ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა. ვთვლით, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად, არ მივყვებით შარშან დადგენილ იმ ვაქცინაციის კალენდარს, რომელიც განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან, სხვა შემთხვევაში ჩვენ სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი"- თქვა ტიკარაძემ.

მისი თქმით,  ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2,13 პროცენტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge