png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა იგრძნო საშიშროება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია პროდასავლურ გზას - ნონა მამულაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.09.2021
  • 15:26
 პრეზიდენტმა იგრძნო საშიშროება, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია პროდასავლურ გზას - ნონა მამულაშვილი

პრეზიდენტმა იგრძნო ის საშიშროება, რომ ღიად გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურ გზას და მას სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ გააკრიტიკოს უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას.

„ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ღიად საუბარს არ ერიდება, რომ პროდასავლური გეგმები აღარ აქვს და ჩვენი მომავალი მათი ხელისუფლების პირობებში რუსეთი და რუსეთის გავლენების გაძლიერებაა, რაც მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში კარგად გამოსდით. სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ზეწოლის მსხვერპლია და მისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ. ვიცით, როგორ გახდა პრეზიდენტი, მას არ შეუსრულებია მისი კონსტიტუციური მოვალეობა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაეცვა, დღეს კი, უბრალოდ იგრძნო ის საშიშროება, რომ ღიად გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურ გზას და მას სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა, გააკრიტიკოს უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მას მოუწია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნეგატიური კომენტარის გაკეთება, რადგან სხვანაირად არ გამოუვა, დავალება აქვს, რომ აუცილებლად ოპოზიციაზე კრიტიკული მოსაზრებები გააჟღეროს. „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, ოპოზიცია ის ძალაა, რომელიც პროდასავლურია. ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა და ძალიან განვიცდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge