png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.09.2021
  • 18:04
ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობა წყვეტს როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მგონი კითხვები არ არსებობს, ჩვენ განმარტება გავაკეთეთ და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს. ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულია შეფასება იმის თაობაზე, თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, კარგია, რომ სიტყვა შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ვალია, სესხია და ევროპული ვალი კი არა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც იყო და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განმარტეს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის, ეს ერთი, მეორე - ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული, პოლიტიკური დატვირთვა და მით უმეტეს საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე - სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებზე როდესაც ვკონცენტრირდებით და ხაზს ვუსვამთ ურთიერთობას ევროკავშირთან, ვფიქრობ, ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რადგან ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი ცალკე აღებული კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მილიონი ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს ან გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშირთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორებთან, რომლებიც წლებია, საქართველოს ეხმარებიან. ჩვენ გვაქვს ეს აწყობილი ურთიერთობა და ამას წარმატებით გავაგრძელებთ. ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. ზედმეტი დრამატიზება და ჩვენი მოსახლეობის დაძაბვა საჭირო არ არის, პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მას შესაძლოა, განსხვავებული აზრი გააჩნდეს, ეს მისი უფლებაა, ჩვენ ასე ვხედავთ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს და თქვენ სხვანაირად ხედავთ. სამი დღეა, მოსახლეობას ვასმენინებთ რაღაც უაზრო განმარტებებს, აღარ არის საჭირო. ხალხმა გაიგო, რომ ეს არის სესხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge