png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, ყველა ჩვენმა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.09.2021
  • 14:48
ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, ყველა ჩვენმა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან - ირაკლი ღარიბაშვილი

ნახავთ, გახარია, სად იქნება არჩევნების შემდეგ. აქედან შევახსენებ, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი. ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა და ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცის კარგად, რა ჩაიდინა მან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს გულდაწყვეტით ინსტიტუტის დაკნინებაზე, თუ დანგრევაზე. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს და მათ შორის მისი თანდასწრებით – ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე, მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა. გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას. ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცნაზი პანკისში და მთელს სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, მაშინ როცა შს მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არერთგზის პოლიციელებს. შემდეგ გამოვიდა გახარია და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ასევე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმილ ოპერაციად, მე ვგულისხმობ „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა, აცემინა სამი საათის განმავლობაში, ამას აყურებინა მოსახლეობას და ქვეყანას, როგორ ცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. აი, ეს არის სირცხვილი, ეს არის ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge