მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 220 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 05.09.2021
- 11:07
COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 220 289 425-ს მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 651 198-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ლიდერთა შორის არიან შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია.
მათ შორის პირველ ადგილზეა აშშ, სადავ გამოვლენილია 39,9 მლნ ინფიცირებული, ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 648 118 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც COVID-19-ის 32,9 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 440 ათასს გადააჭარბა.
ბრაზილიაში, რეგისსტრირებულია ვირუსის 20,8 მლნ შემთხვევა. გარდაცვლილია 583 ათასზე მეტი ინფიცირებული.