primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

„თალიბანი“ ქალებს, უნივერსიტეტებში ნიქაბის ტარებას ავალდებულებს

  • მსოფლიო
  • 05.09.2021
  • 20:48
„თალიბანი“ ქალებს, უნივერსიტეტებში ნიქაბის ტარებას ავალდებულებს

„თალიბანი“ ქალებს, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლობენ, მეცადინეობების დროს ნიქაბების ტარებას ავალდებულებს. ნიქაბი თავსაბურავია, რომელიც ფარავს სახეს და მხოლოდ თვალები ჩანს.  

დასავლური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თალიბებმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მიიღეს.

ამასთან, ლექციები და გაკვეთილები კაცებისა და ქალებისთვის ცალ-ცალკე ჩატარდება. თუ ეს არ ხერხდება, შენობის ის ნაწილი, სადაც სტუდენტი გოგონები იქნებიან, ფარდით უნდა გადაიტიხროს.

თალიბების განკარგულებით, გოგონებს ქალმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ, ან ხნიერმა კაცებმა, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ.

ამის გარდა, მოძრაობა „თალიბანი“ მოითხოვს, რომ უნივერსიტეტბში ქალებისთვის სხვა შესასვლელი არსებობდეს. ასევე, მათი დავალებით, მიღებული უნდა იყოს ზომები, რათა ორივე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთთან არ გადაიკვეთონ ლექციებისა და შენობაში შესვლა-გამოსვლის დროს.

ავღანეთში, კერძო კოლეჯები და უნივერსიტეტები, სადაც ქალები დაიშვებოდნენ, აქტიურად ვითარდებოდა 20 წლის განმავლობაში - ქვეყანაში საეთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის პირობებში.

დღეს კი თალიბებმა უნივერსიტეტებში დასწრების წესები ქალებისთვის უფრო მეტად გაამკაცრეს: მაგალითად, ბოლო წლებში ქაბულში ნიქაბებს თითქმის არავინ ატარებდა. ასეთი ტიპის თავსაბურავები გავრცელებული იყო ძირითადად ავღანეთის ცალკეულ სოფლებში.  

ამასთან, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თალიბები 1990-იანი წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან შედარებით, დათმობაზე წავიდნენ. მაშინ ქალებს უმეტსად არა მხოლოდ ნიქაბების, არამედ ბურქების ტარება უწევდათ. 90-იან წლებში მათ მხოლოდ საბაზო განათლების მიღების უფლება ჰქონდათ და ეკრძალებოდათ სახლიდან გასვლა ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge