png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკისა და "ტრანსმშენის" პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

  • ეკონომიკა
  • 06.09.2021
  • 11:38
საქართველოს ბანკისა და "ტრანსმშენის" პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში 30,000 მ2 ფართობზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 27,355,000 ლარს შეადგენს.

„ტრანსმშენი“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა. ამჟამად კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 1929 წლიდან მოყოლებული, „ტრანსმშენს“ 1,200,000 მ2 ფართობზე არაერთი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა აქვს განხორციელებული, მათ შორის: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.

„საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ თანამშრომლობა უკვე 15 წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის - იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს სოციალურ პროექტებში უშუალო ჩართულობა, ვინაიდან ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერაა - პროექტების, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

„კომპანია „ტრანსმშენი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მსგავსი სოციალური დანიშნულების პროექტების განხორციელებაში. გარდა აღნიშნული პროექტისა, ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმატებით განახორციელა 680 ბინის დასრულებული რემონტით მშენებლობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა კომპანია "ტრანსმშენის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ.

ინფორმაციისთვის, „ტრანსმშენი“ მრავალფეროვან სერვისს შემდეგი მიმართულებებით უზრუნველყოფს:
•    საინჟინრო სამუშაოების წარმოება;

•    საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა;

•    სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა;

•    ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა;

•    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;

•    სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

•    საინჟინრო სისტემების მშენებლობა;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge