აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 06.09.2021
- 13:30
აშშ-ს აღმოსავლეთით ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.
ქარიშხალი „იდა“ ლუიზიანას შტატს თავს 28 აგვისტოს დაატყდა, თუმცა ნელ-ნელა ჩრდილო-აღმოსავლეთით შესუსტა. მაგრამ დასუსტებულმა ციკონმაც კი ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებში წყალდიდობა და ქუჩებისა და სახლების დატბორვა გამოიწვია.
მედიის ცნობით, ნიუ ჯერსის შტატში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ნიუ იორკის შტატში სტიქიას 17 ადამიანი ესმხვერპლა.