სააკაშვილის განცხადება, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა - მამუკა ხაზარაძე
- კომენტარები
- 07.09.2021
- 12:58
სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ივანიშვილის და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა, აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მისი განმარტებით, ამ გამარჯვების მისაღწევად "ლელო" აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან.
"2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება", წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200