png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შეერთებული შტატები შეშფოთებულია "თალიბანის" ახალი მთავრობის შემადგენლობით

  • მსოფლიო
  • 08.09.2021
  • 14:18
შეერთებული შტატები შეშფოთებულია "თალიბანის" ახალი მთავრობის შემადგენლობით

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთის ახალი, დროებითი მთავრობის შემადგენლობის გამო, რომელიც "თალიბანმა" 7 სექტემბერს წარადგინა.

ვაშინგტონის შეშფოთება უკავშირდება მთავრობის წევრებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებთან. ასევე, დაგმობილია მთავრობაში მხოლოდ მამაკაცების მონაწილეობა.

"დროებითი მთავრობა, მხოლოდ იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ან "თალიბანის" წევრები, ან მათთან დაკავშირებული პირები არიან. ამასთან, კაბინეტში არცერთი ქალი არ არის", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე "თალიბანი" ირწმუნებოდა, რომ ინკლუზიური მთავრობის შექმნას ესწრაფვოდა, სადაც მხოლოდ მათი დაჯგუფების წევრები არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი "თალიბანს" მისი ქმედებების და არა განცხადებების მიხედვით განსჯის.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენს მოლოდინს, "თალიბანმა" უნდა უზრუნველყოს, რომ ავღანეთის ტერიტორია არავინ გამოიყენოს სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს გაეროს სანქცირებულთა სიაში მყოფი, "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი მოლა მოჰამედ ჰასან ახუნდი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაყანი ჩაიბარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge