8 სექტემბერი წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეა
- საზოგადოება
- 08.09.2021
- 14:37
8 სექტემბერი წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში წიგნიერების მაჩვენებელი გაიზარდა, UNESCO-ს მონაცემების მიხედვით, მიხედვით, 770 მილიონამდე ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია წერა-კითხვა.
წერა-კითხის უცოდინართა 2/3 ქალია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 15-24 წლის გოგოებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ წერა-კითხვა, მაშინ, როცა ბიჭებს ამისთვის მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ.
წერა-კითხვის უცოდინართა 45% სამხრეთ აზიაში, 27% სუბსაჰარულ აფრიკაში, 10% აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 9% ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში, 4% კი ლათინოამერიკულ ქვეყნებში ცხოვრობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200