png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„თალიბანმა“ ქალებს სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა

  • მსოფლიო
  • 08.09.2021
  • 19:02
 „თალიბანმა“ ქალებს სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა

ავღანეთში, სპორტსმენი ქალები, მათ შორის ეროვნული ნაკრებების წევრები, ვერ შეძლებენ სპორტით დაკავდნენ. ამის შესახებ „თალიბანის“ კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აჰმადულა ვასიკმა ავსტრალიურ გამოცემა SBS News-ს განუცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ ქალები უნდა თამაშობდნენ კრიკეტს, რადგან ქალებისთვის აუცილებელი არ არის კრიკეტის თამაში. კრიკეტში ისინი, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათი სახე და სხეული დაფარული არ იქნება. ისლამი ქალებს არ აძლევს უფლებას ამგვარად გამოიყურებოდნენ. მედიაში გამოჩნდება მათი ფოტოები და ვიდეოები და ხალხი დაინახავს მათ. ისლამი და ისლამური საამირო ქალებს არ აძლევს უფლებას ითამაშონ კრიკეტი ან დაკავდენენ სპორტის სხვა სახეობებით, სადაც გამოჩნდება მათი სახე და ფიგურა“, - განაცხადა ვასიკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამი ქალებს უფლბას აძლევს ქუჩაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ, სპორტი კი მისი თქმით, აუცილებლობას არ წარმოადგენს.  

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ თალიბების ამგვარი პოზიცია საფრთხეს უქმნის მამაკაცთა შორის კრიკეტში ავღანეთისა და ავსტრალიის მატჩსაც, რომლის ნებართვა ვასიკმა სექტემბრის დასაწყისში გასცა. კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს (ICC) მიერ დადგენილი წესების თანახმად, ორგანიზაციის 12-ვე წევრს უნდა ჰყავდეს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდები, თუ მათ სურთ მსგავსი მატჩების ჩატარება.

ვასიკმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ არ წავა კომპრომისზე ამ საკითხთან დაკავშირებით და არ „გაყიდის ისლამურ ღირებულებებს“, თუნდაც მატჩების გამართვას პრობლემები შეექმნას.

ავსტრალიის სპორტის მინისტრმა რიჩარდ კოლბეკმა „თალიბანის“ გადაწყვეტილებას საგანგაშო უწოდა და ICC-ს ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „ქალებისთვის სპორტით დაკავების აკრძალვა ნებისმიერ დონეზე მიუღებელია“, - განაცხადა კოლბეკმა.

ავღანეთში კრიკეტი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. გასული წლის ნოემბერში 25-მა სპორტსმენმა ქალმა ავღანეთის კრიკეტის საბჭოსთან გააფორმა შეთანხმება, თუმცა თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, აგვისტოში სპორტსმენების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ზოგიერთმა მათგანმა BBC-ს უთხრა, რომ „თალიბანი“ სდევნის ქალ სპორტსმენებს, ემუქრება, და აიძულებს თამაში შეწყვიტონ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge