ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება
- ეკონომიკა
- 05.02.2016
- 11:32
მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხორციელდა #2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია და 6 თებერვლიდან ქალაქს ახალი #3 სამარშრუტო ხაზი დაემატება, რომელსაც #2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება.
„განსხვავებით #2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც მოძრაობდა ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, #3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის დასახლება - ხიმშიაშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. - ბაქოს ქ. - შავშეთის ქ. -მაიკოვსკის ქ. -გოგოლის ქ. - თამარ მეფის გზატკეცილი - თამარის დასახლება - აფხაზეთის ქ. იმავე უკუმიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებს შორის იმოქმედებს 13 წუთიანი ინტერვალი”, აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200