„ალ ქაიდა“, შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს - აშშ-ის თავდაცვის მდივანი
- მსოფლიო
- 09.09.2021
- 13:41
შეერთებული შტატები მზად არის წინ აღუდგეს ტერორისტული დაგფუფება „ალ ქაიდას“ დაბრუნებას ავღანეთში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვუს მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქუვეითში, განაცხადა.
მისი თქმით, „ალ ქაიდა“, რომელიც ავღანეთს 20 წლის წინ აშშ-ზე თავდასხმების მოსამზადებელ ბაზად იყენებდა, შესაძლოა იქ ისევ დაბრუნდეს, ამერიკელების წასვლის შემდეგ. „ეს არის ამ დაჯგუფების ბუნება“, - დასძინა მან.
გასულ კვირას ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა რეგიონის პარტნიორებთან ავღანეთში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ. ის ეწვია ყატარს, ბაჰრეინსა და ქუვეითს.