png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"გალტ ენდ თაგარტი" კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

  • ეკონომიკა
  • 09.09.2021
  • 14:19
"გალტ ენდ თაგარტი" კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

„გალტ ენდ თაგარტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ ერთვება.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას საქართველოში „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად BDO ხელმძღვანელობს.

18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევას და იმ არსებული ბარიერების დადგენას გულისხმობს, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.

პროექტის მეორე ეტაპი კი, პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების ათვისებაში, იქნება ეს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის სასესხო ვალდებულება, თუ კაპიტალი.

მონაწილე კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი და საბოლოოდ, ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები. ამასთან, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ უპრეცენდენტო პროექტში „გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO საქართველოს ხელმძღვანელობით. “გალტ ენდ თაგარტი” უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კაპიტალის ბაზრის, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

პროექტში მონაწილეობის მსურველი ქართული კომპანიები განაცხადების ონლაინ დარეგსტრირებას ოქტომბრიდან, აღნიშნული ვებგვერდის დახმარებით შეძლებენ: https://cms.org.ge/

შერჩევა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეგულაციებისა და ინვესტორების პრეფერენციების შესაბამისად მოხდება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge