png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყვარელში არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ქეთი კოვზიაშვილი

  • სამართალი
  • 09.09.2021
  • 18:56
ყვარელში არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ქეთი კოვზიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა. როგორც ქეთი კოვზიაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკის შენობაში არც ერთი მძევალი აღარ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"პირველ რიგში შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა მძევალი არის თავისუფალი. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება.

ძალიან დიდი მადლობა მედიის წარმომადგენლებს რომ გვეთანამშრომლებით.

ყველა დეტალზე ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით.

შეიარაღებასთან დაკავშირებით უკვე განვაცხადეთ, რომ ეს პირი არის შეიარაღებული. რა თქმა უნდა იყო, მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის არ შემიძლია, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც.

გაგიმეორებთ, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის რომ დასრულდეს სპეცოპერაცია წარმატებულად და მშვიდობიანად, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge