„გაზპრომი“ აცხადებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულებულია
- მსოფლიო
- 10.09.2021
- 14:18
„გაზპრომი“-ის წარმომადგენლების აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია.
„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მშენებლობა დღეს, 10 სექტემბერს დასრულდა.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგიტსრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს თავისი ძალებით აშენებდა, რადგან აშშ-ის სანქციების გამო მისმა შვეიცარიულმა კონტრაქტორმა მილების ჩაყრის სამუშაოები შეწყვიტა.